ka | en
TSU

სამურზაყანოს რელიეფის გეოეკოლიგიური შეფასება

ავტორი: აკაკი შონია
საკვანძო სიტყვები: რელიეფი, მთა, უღელტეხილი, კავკასიონი
ანოტაცია:

ისტორიული სამურზაყანოს ტერიტორია, რომელშიც შედის გალისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები დღევანდელი მდგომარეობით ოკუპირებულია რუსეთის მიერ 1993 წლიდან. ამრიგად ამ ტერიტორიის ასეთი დეტალური კვლევა არ განხორციელებულა ამ დროის მანძილზე, რაც კვლევის აქტუალურობას უსვამს ხაზს. სამურზაყანოს ტერიტორია საინტერესო რეგიონია ბუნებრივი პირობებით, თუმცა მისი სიკეთეებით სარგებლობა ამჟამად ვერ ხერხდება ჩვენი ქვეყნისათვის, რამეთუ საქართველოს იურისდიქცია ამჟამად ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება. მიუხედავად დიდი სირთულეებისა, რაც თან ახლდა კვლევას, მოხდა ტერიტორიის შეფასება საველე პირობებში, რის შედეგადაც გამოვლინდა ბევრი საინტერესო გეოგრაფიული საკითხები. სამურზაყანოს ტერიტორიაზე არსებული მდინარეების აუზური კვლევის საფუძველზე მოხდა გეოეკოლოგიურად დაძაბული ტერიტორიების გამოვლენა. შემდეგ კი სტიქიური პროცესების გავრცელების არეალების კვლევა საველე-საექსპედიციო პირობებში. ასევ შეფასდა დასახლებული პუნქტების მდგომარეობა და აღრიცხულ იქნა ის სოფლები, რომლებმაც შეწყვიტეს ფუნქციონირება კონფლიქტის შემდეგ. მოხდა მონაცემთა საველე ფიქსაცია, დამუშავება და მათზე დაყრდნობით შესაბამისი გეოდინამიკური პროცესების რუკების შექმნა. კვლევის შედეგები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სამომავლოდ სამურზაყანოს ტერიტორიის მდგრადი განვითარების საკითხების შეფასებისას.


მიმაგრებული ფაილები:

Geoecological assessment of the relief of Samurzakano [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com