ka | en
TSU

ოპტიკური იმპულსების გავრცელების მოდელირება არაწრფივ გარემოში

ავტორი: ანი გრიგალაშვილი
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია ოპტიკური იმპულსების გავრცელების მოდელირების შედეგები არაწრფივ გარემოში. სინათლის სოლიტონის გავრცელებისა და ურთიერთქმედების კვლევა არაწრფივ ოპტიკურ ბოჭკოში წარმოადგენს აქტუალურ ამოცანას კავშირგაბმულობაში. ამოცანა დაიყვანება შრედინგერის არაწრფივ განტოლებაზე სინათლის ტალღის მომვლების ამპლიტუდისათვის. არაწრფივი განტოლების რიცხვითი ამოხსნისათვის გამოვიყენეთ ფიზიკური პარამეტრების მიმართ ფურიე გახლეჩის მეთოდი. მოყვანილია გრაფიკული შედეგები, როგორც ერთგვაროვანი ასევე არაერთგვაროვანი ცვლადპარამეტრიანი გარემოსათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com