ავტორიზაცია
დირაკის განტოლება დაბალგანზომილებიანი სისტემებისათვის
ავტორი: ირაკლი სიხარულიძესაკვანძო სიტყვები: დირაკის განტოლება, დაბალგანზომილებიანი, დისკრეტული გარდაქმნები
ანოტაცია:
მოცემული ნაშრომის მიზანია იმ თავისებურებების განხილვა, რომლებიც თავს იჩენს დაბალგანზომილებიანი სისტემებისათვის დირაკის განტოლების შესწავლისას. დასაწყისში განხილულია დირაკის განტოლების ზოგადი თვისებები უწყვეტ და დისკრეტულ გარდაქმნებებთან მიმართებაში. უწყვეტი გარდაქმნების შესწავლასთან დაკავშირებით, მოკლედ არის განხილული ლორენცის ჯგუფის ძირითადი ალგებრული და ტოპოლოგიური სტრუქტურა, რის შემდეგაც ნაჩვენებია, თუ როგორ გარდაიქმნება დირაკის ბისპინორი მუხტის შეუღლების, სივრცის ინვერსიისა და დროის შებრუნების დისკრეტული გარდაქმნების დროს (3+1) განზომილებიანი მინკოვსკის სივრცის შემთხვევაში. ამის შემდეგ იგივე დისკრეტული გარდაქმნები განიხილება (2+1) და (1+1) განზომილებიანი შემთხვევებისთვის. (2+1) განზომილებაში დისკრეტული გარდაქმნების სათანადოდ განსაზღვირასთვის შემოტანილია დამატებითი თავისუფლების ხარისხი.
მიმაგრებული ფაილები:
დირაკის განტოლება დაბალგანზომილებიანი სისტემებისათვის [ka]