ka | en
TSU

პრომო კამპანიების მართვის სისტემა

ავტორი: იოსები გობრონიძე
საკვანძო სიტყვები: პრომო კამპანია, ინფორმაციული სისტემა, ვებ სერვისები
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგებს პრომო-კამპანიების (უფრო ზოგადად, წამახალისებელი გათამაშებების) მართვის სისტემის აღწერას. სისტემის შექმნის აუცილებლობა გამოწვეულია მრავალი პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად. იგი დღეს-დღეობითაც ემსახურება რეალურ სამყაროში კლიენტების მოთხოვნებს და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ზოგიერთი კომპანიის განვითარებაში. სისტემის ფუნქციონირების მთავარი ასპექტები პრაქტიკული გამოცდილებაზეა დაფუძნებული და ითვალისწინებს ახალი გამოცდილების გამოყენებას. ეს კი უზრუნველყოფს კლიენტზე მორგებულობას და დამკვეთის მაქსიმალურ კომფორტს. სისტემის ძირითადი შესაძლებლობები შეგვიძლია შემდეგ ნაწილებად დავყოთ: • კონკრეტული კომპანიებისთვის არხებისა და მომხმარებლების შექმნა, რომლებიც შემდეგ უზრუნველყოფენ აპლიკაციის გამართულ მუშაობას; • პრომო-კამპანიისა და შესაბამისი ვაუჩერების შექმნა/გენერაცია; • არსებული კამპანიებისა და ვაუჩერების შესახებ ინფორმაციის ინტეგრირებული არხისთვის ვებ-სერვისით მიწოდება; • სტატისტიკური მონაცემების დათვალიერება ვებ-აპლიკაციით ან ინფორმაციის რეპორტებში ასახვა; რადგანაც სისტემა პირდაპირ კავშირშია მომხმარებლებთან და ასევე სისტემას პირდაპირი კავშირი აქვს მატერიალურ ღირებულებებთან (მოგებული პრომო-კოდი), ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სისტემის სანდოობა, ხელმისაწვდომობა, საიმედოობა, უსაფრთხოება, დაცულობა და სხვა. სწორედ ამ ფაქტორების მაღალი ხარისხით წარმოჩენაა სისტემის მთავარი მიღწევა.


მიმაგრებული ფაილები:

პრომო-კამპანიების მართვის სისტემა - ანოტაცია [ka]
Promo Campaign Management System - Annotation [en]
პრომო კამპანიების მართვის სისტემა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com