ka | en
ავტორიზაცია

ბაქტერიოფაგიდან დნმ-ის ეჟექციის შესწავლა სიბლანტის მონიტორინგით. ვისკოზიმეტრია
ავტორი: სალომე ჩინჩალაძეანოტაცია:
ანტიბიოტიკების მიმართ მიკრობთა რეზიზტენტობა თანამედროვე მსოფლიოს ჯანდაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფაგების თერაპიული მიზნით გამოყენება, ე.წ. ფაგოთერაპია დღეისათვის მიიჩნევა ანტიბიოტიკოთერაპიის ერთ-ერთ ალტერნატივად. იმისთვის რომ შემესწავლა როგორ ხდება ბაქტერიებისა და ბაქტერიოფაგის ურთიერთქმედება, გადავწყვიტე განმეხილა ფაგიდან დნმ-ის ეჟექციის მოვლენა და დავკვირვებოდი როგორ იცვლებოდა ამ დროს სითხის სიბლანტე. მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ დნმ-ის ეჟექციის დროს სიბლანტე იზრდება.