ka | en
TSU

წამლის გადამტანი ნანონაწილაკის-DPPC-სა და ვიტამინ E-ს კომპლექსის თეორიული მოდელი და მისი მოძრაობა სისხლში

ავტორი: ლაშა დალაქიშვილი
საკვანძო სიტყვები: ნანონაწილაკი, DPPC, ვიტამინი E, კომპიუტერული მოდელირება, აორტა, კაპილარი
ანოტაცია:

ჩვენ ამ ნაშრომში შევჩერდებით წამლის გადამტან ლიპოსომა DPPC-სა და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ვიტამინი E-ს თეორიულ კომპლექსზე, ვეცდებით გავარკვიოთ რა რაოდენობის ფოსფოლიპიდია საჭირო 1 ცალი ლიპოსომის მისაღებად და რამდენი მოლეკულა ან რა ჯამური მასის ვიტამინი E ჩაეტევა მასში. ასევე ამ კავშირის სტაბილურობის პირობებსა და სრულ ენერგიას. ამის შემდეგ ვიწყებთ სიმულაციებს და ვადგენთ ნაწილაკის კაპილარებში მოძრაობის ტრაექტორიებს, შემდეგ კი ბროუნის მოძრაობის გათვალისწინებით დაშორების კვადრატის დროზე დამოკიდებულებას, რაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ სავარაუდოდ რა დროს მოანდომებს ნაწილაკი საჭირო ადგილამდე (სამიზნემდე) მისვლას. გარდა ამისა ვაწყობთ აორტის ფიზიკურ, მიალოხებულ მეთოდს და წამში გადატუმბული სისხლის მოცულობითა და პარამეტრების გათვალისწინებით, ვატარებთ რიცხვით სიმულაციებს და ვიგებთ მოძრაობის თვისობრიობას, შემდეგ კი საშუალო სიჩქარეს და მოლეკულურ-კინეტიკური ენერგიის თეორიის მიხედვით ვითვლით დამატებით ტემპერატურას და ვიგებთ რამდენად მდგრადი იქნება ნანონაწილაკისა და წამლის კომპლექსი აორტაში მოძრაობის დროს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com