ka | en
ავტორიზაცია
ძირითადი მდგომარეობის ენერგია კვანტურ მექანიკაში წირითი ინტეგრალების გამოყენებით
ავტორი: გოგა სუქნიძესაკვანძო სიტყვები: წირითი ინტეგრალები, ფეინმანის წესები, ოსცილატორი, ძირითადი მგომარეობის ენერგია
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია კვანტური ველის თეორიის მეთოდებით, წირითი ინტეგრალებითა და ფეინმანის წესებით, ჰარმონიული და ურთიერთქმედი არაჰარმონიული ოსცილატორის ძირითადი მდგომარეობის ენერგიის გამოთვლა. თავიდან განვიხილავთ სტანდარტულ ჰარმონიულ ოსცილატორს და ვითვლით მის ვაკუუმურ საშუალოს, მაწარმოებელი ფუნქციონალის გამოყენებით. შემდეგ ურთიერთქმედი არაჰარმონიული ოსცილატორისათვის ვიყენებთ იგივე მეთოდს, მაგრამ ურთიერთქმედი წვეროებით გამოგვყავს ფეინმანის წესები და მათი გამოყენებით ვიღებთ სისტემის ძირითადი მდგომარეობის ენერგიას.