ავტორიზაცია
ბაქტერიისა და ანტიბიოტიკის ტურბოდიომეტრიული კვლევა
ავტორი: სალომე მურჯიკნელისაკვანძო სიტყვები: ტურბოდიომეტრი, ბაქტერია, ანტიბიოტიკი
ანოტაცია:
დღევანდელ დღეს მეცნიერებები დიდ ინტერესს იჩენენ ბაქტერიებისა და ანტიბიოტიკების მიმართ. უმარტივესი პროკარიოტების და მათი საწინააღმდეგო წამლის კვლევა ერთ-ერთი ყველაზე აქტულური და მომთხოვნადი სფეროა. ჩვენ ჩავატარეთ ბაქტერიისა და მასზე ანტიბიოტიკის, კერძოდ გენტამიცინის, მოქმედების ტურბიდიმეტრიული კვლევა. თავდაპირველად გავზომეთ საკვები გარემოს ლურჯი სინათლის შთანთქმა. საკვებში ჩავამატეთ 400მკლ ბაქტერია და 3 საათის განმავლობაში ვაკვირდებოდით მის გამრავლებას, რის შემდეგაც პირველად ჩავამატეთ ანტიბიოტიკი ( გენტამიცინი). რადგან მრუდი არ შეიცვალა, ანუ ბაქტერიამ განაგრძო ზრდა. 20 წუთის შემდეგ ჩვენ მეორედ დავამატეთ 2ჯერ მეტი გენტამიცინი, რის შემდეგაც მრუდი თითქმის მაშინვე სტაციონალურო მდგომარეობა გვიჩვენა. ეს იმას ნიშნავს რომ ბაქტერიამ შეწყვიტა ზრდა და მთლიანად განადგურდა. ცდის შედეგად გავარკვიეთ ანტიბიოტიკის მინიმალური ოდენობა, რომელიც საკმარისია ბაქტერიების მთლიანად გასანადგურებლად.