ავტორიზაცია

ნეიტროსოფიური ლოგიკა, სიმრავლე და ალბათობა
ავტორი: ირმა მახარაძეანოტაცია:
ამ ნაშრომში წარმოდგენილია ფილოსოფიის ახალი მიმართულება, რომელიც ცნობილია ნეიტროსოფიის სახელით და სწავლობს ნეიტრალურობის წარმოშობას, ბუნებასა და არეალს, ასევე მათ ურთიერთობას სხვადასხვა იდეურ სპექტრთან. ფუნდამენტური თეზისი: ნებისმიერი იდეა <A> არის T% ჭეშმარიტი, I% განუსაზღვრელი (დაუზუსტებელი), F% მცდარი, სადაც T, I, F არიან - ში შემავალი სტანდარტული ან არასტანდარტული ქვესიმრავლეები. ფუნდამენტური თეორია: ნებისმიერი იდეა <A>-ს აქვს ტენდენცია იყოს ნეიტრალური, შემცირებული, ბალანსირებული <Non-A> იდეით (არა მხოლოდ <Anti-A>-ით, როგორც ჰეგელი(Hegel) ამტკიცებდა) - როგორც წონასწორობის მდგომარეობა. ნეიტროსოფიური ლოგიკა ეს არის ნეიტროსოფიური ლოგიკის საფუძველი, მრავალმნიშვნელობიანი ლოგიკა, რომელიც განაზოგადებს ფაზი ლოგიკას, ნეიტროსოფიური სიმრავლის საფუძველი , რომელიც განაზოგადებს ფაზი სიმრავლეს, ნეიტროსოფიური ალბათობისა და ნეიტროსოფიური სტატისტიკის საფუძველი, რომელიც განაზოგადებს კლასიკურ და არაზუსტ ალბათობას და სტატისტიკას შესაბამისად.
მიმაგრებული ფაილები:
Annotation English [ka]ნეიტროსოფიური ლოგიკა, სიმრავლე და ალბათობა [ka]