ka | en
TSU

ენანტიომერების ზესწრაფი დაყოფების შესწავლა პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: სალომე ფანცულაია
თანაავტორები: ნანა ხუნდაძე, ხატია თარგამაძე, რუსუდან კაკავა
საკვანძო სიტყვები: სწრაფი დაყოფები, ახალი ქირალური სულფოქსიდები, ენანტიომერები, ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელი, სრულად ფოროვანი სილიკაგელი, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფი
ანოტაცია:

წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით. უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღება მიიქცია ქირალური გოგირდის ატომის შემცველმა ნაერთებმა, ქირალურმა სულფოქსიდებმა. ქირალური სულფოქსიდები სულ უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება როგორც მედიცინაში, ასევე აგროქიმიაში. ჩვენი ექსპერიმენტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა რაც შეიძლება მოკლე დროში ქრომატოგრაფიული დაყოფის მაღალი ეფექტურობის შენარჩუნებით. ჩვენ ექსპერიმენტის მსვლელობისას გამოვიყენეთ რამდენიმე სრულიად ახალი ტიპის ქირალური სვეტი და მივაღწიეთ ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების მაღალეფექტურ ფუძისეულ დაყოფებს 1 წუთზე უფრო მოკლე დროში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com