ავტორიზაცია
სილიკაგელზე დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის (3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის)შესწავლა აცეტონიტრილში ენანტიომერული ნარევების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: ნათია მუშკუდიანიანოტაცია:
ენანტიომერები წარმოადგენს მოლეკულებს, რომლებსაც აბსოლუტურად იდენტური სტრუქტურული აგებულება, მაგრამ ატომების შეერთების განსხვავებული სივრცითი ორიენტაცია გააჩნია და აგებულებით ერთმანეთის სარკულ გამოსახულებებს წარმოადგენს. მიუხედავად ორგანზომილებიან სიბრტყეში მსგავსი სტრუქტურული ფორმულისა, ენანტიომერებს ქირალურ გარემოში განსხვავებული ბიოლოგიური აქტივობა, ფარმაკოკინეტიკა, ფარმაკოდინამიკა და ტოქსიკურობა ახასიათებს. რაცემულ სამკურნალო საშუალებაში, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტივობით, მეორე ენანტიომერი განაპირობებს პრეპარატის არასასურველ გვერდით ეფექტებს, ზოგიერთ შემთხვევებში კი ტოქსიკურობას. შესაბამისად ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ენანტიომერული ნარევების დაყოფის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს წარმოადგენს მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ხოლო ამ მეთოდში ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებს პოლისაქარიდების ნაწარმების საფუძველზე მომზადებული მასალები. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ახალი სტაციონალური ფაზების კვლევა, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავყოთ ენანტიომერთა ფართო ჯგუფები, გამხსნელებად გამოვიყენოთ ფართო ჯგუფები და ა.შ. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანი იყო ჩაგვეტარებინა სხვადასხვა ბუნების მქონი ნივთიერებების კონკრეტულად: მჟავა, ნეიტრალური და ფუძე ბუნების ნივთიერებების ( რომლებიც თავის მხრივ ასევე იყოფა ქვეჯგუფებად) სკრინინგი და შეგვესწავლა სილიკაგელზე დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის სვეტებზე მათი დაყოფა ორგანული გამხსნელების გამოყენებით, კონკრეტულად აცეტონიტრილით,რომელსაც დამატებული ჰქონდა 0,1%DEA (დიეთილფორმა-მიდი)-ფუძ და ნეიტრალური ბუნების ნივთიერებებისთვის; 0,1% FA (ჭიან-ჭველმჟავა) -მჟავა ბუნების ნივთიერებებისთვის.