ka | en
ავტორიზაცია
ტემპერატურის გავლენის შესწავლა ოქსაზეპამის ენანტიომერების დაყოფაზე ცელულოზა ტრის(3,5-დიქლორფენილკარბამატის)და (3,5-დიმეთილფენილკარბამატის)ქრომატოგრაფიულ სვეტებზე სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: რუსუდან საყევარაშვილითანაავტორები: გიორგი კობიძე,ალუდა ჭელიძე,გიზო დოლიძე
საკვანძო სიტყვები: ქირალური ნივთიერებები, ენანტიომერები, სითხური ქრომატოგრაფია, მოძრავი ფაზა, გაზური ქრომატოგრაფია, კაპილარული ელექტროფორეზი, ოქსაზეპამი, ცელულოზა.
ანოტაცია:
მოცემულ ნაშრომში განხილულია სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით ტემპერატურის გავლენის შესწავლა ოქსაზეპამის ენანტიომერების დაყოფოს მაგალითზე. ცელულოზა ტრის (3,5-დიმეთილფენილკარბამატის) და ცელულოზა ტრის (3,5-დიქლორ ფენილკარბამატის) სილიკაგელზე მიბმით მომზადებულ ქრომატოგრაფიულ სვეტებზე სითხურ ქრომატოგრაფიაში.ნაშრომის მიზანი იყო შეგვესწავლა ტემპერატურის გავლენა ზემოთ ხსენებულ შემთხვევებში, ასევე ნაშრომის მიზანი მოიცავდა კინეტიკური პარამეტრების შესწავლას. ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე განვსაზღვრეთ კინეტიკური პარამეტრები კერძოდ კი რეაქციის სიჩქარის მუდმივას მნიშვნელობები და ავაგეთ სიჩქარის მუდმივას ტემპერატურული დამოკიდებულების გრაფიკი.
მიმაგრებული ფაილები:
ტემპერატურის გავლენის შესწავლა ოქსაზეპამის ენანტიომერების დაყოფაზე ცელულოზა ტრის(3,5-დიქლორფენილკარბამატის)და (3,5-დიმეთილფენილკარბამატის)ქრომატოგრაფიულ სვეტებზე სითხურ ქრომატოგრაფიაში [ka]