ka | en
TSU

“ დიაცეტონ-D-მანოზის კონდენსაცია ანესთეზინთან და სინთეზირებული ნაერთის სავარაუდო ბიოლოგიური აქტიურობის დადგენა”

ავტორი: თამარ გელოვანი
საკვანძო სიტყვები: დიაცეტონ-D-მანოზa, ანესთეზინი, ბიოლოგიური აქტივობა, ნიტროზირება
ანოტაცია:

ა ნ ო ტ ა ც ი ა თამარ გელოვანი “ დიაცეტონ-D-მანოზის კონდენსაცია ანესთეზინთან და სინთეზირებული ნაერთის სავარაუდო ბიოლოგიური აქტიურობის დადგენა” ქიმიის დეპარტამენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი. ჭავჭავაძია პრ. 3 ნახშირწყლების წარმოებულებს შორის აღმოჩენილია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნაერთები, რომელთაც იყენებენ მედიცინაში როგორც სხვადასხვა დანიშნულების სამკურნალო საშუალებებს. ცნობილი სამკურნალო პრეპარატების ქიმიური მოდიფიკაცია ნახშირწყლების ბაზაზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან პერსპექტიულ მიმართულებას ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ძიების მიზნით. საქარიდების მოდიფიცირებულ ნაერთებს ამჟამად ფართოდ იყენებენ მედიცინაში, მაგალითად, ვირუსების და სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებებად. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო ნიტროზოჯგუფს შემცველი N-გლიკოზიდების სინთეზი. 2,3;5,6-დი-O-იზოპროპილიდენ-მანოფურანოზის (1) კონდენსაციით პ-ამინობენზოის მჟავას ეთილის ეთერთან სინთეზირებულ იქნა N-β-(პ-ამინობენზოის მჟავას ეთილესთერილ)-2,3;5,6-დიაცეტონ-D-მანოფურანოზილამინი (2). მიღებული N-მანოზილამინის ნატრიუმის ნიტრიტთან ურთიერთქმედებით სინთეზირებულია ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი ნაერთი – N-β-N-ნიტროზო-(პ-ამინობენზოის მჟავას ეთილესთერილ)-2,3;5,6–დი-O-იზოპრო¬პი¬ლიდენ-D-მანოფურანოზილამინის (3). სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკურ ქიმიური მეთოდებით. N-მანოზილამინის სინთეზის რეაქციის მიმართულების თეორიული დასაბუთების მიზნით ჩატარებულ იქნა კვანტური ქიმიური გათვლები ნახევრად ემპირიული AM1 მეთოდით. კომპიუტერული პროგრამის PASS Onlainis დახმარებით, სტრუქტურა ბიოაქტივობის ანალიზის საფუძველზე სინთეზირებული გლიკოზილამინებისთვის დადგენილ იქნა სავარაუდო ბიოლოგიური აქტივობის და ტოქსიკური/ გვერდითი ეფექტების ფართო სპექტრი.


მიმაგრებული ფაილები:

თამარ გელოვანი სამაგისტრო ნაშრომი 2019 [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com