ka | en
TSU

პროსტატის სიმსივნის განვითარებაზე ქსოვილში ლიპიდების სპექტრის ცვლილების ზეგავლენის შესწავლა

ავტორი: თორნიკე მინდიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ცხიმოვანი მჟავები, ლიპიდები, პროსტატის სიმსივნეები
ანოტაცია:

დღესდღეობით, ლიპიდური ცვლისა და სიგნალების გადაცემის გზების რეპროგრამირება მიჩნეულია, როგორც კიბოს ბიოლოგიის ძირითადი ფაქტორი. სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ შეცვალონ ლიპიდური სპექტრი საკუთარი მეტაბოლური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე, ის პოტენციური სიმსივნური და სუპრესიული მექანიზმები, რომლებშიც ლიპიდები მონაწილეობენ. ბოლო პერიოდში, პროსტატის სიმსივნეების განვითარებაში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლიპიდური ცვლის როლი. გამოკვლევები უჩვენებენ, რომ პროსტატის კიბოს დროს ადგილი აქვს სიმსივნური უჯრედების მიერ „De Novo“ ლიპიდების სინთეზის უნიკალურ რეგულაციას. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა: პროსტატის სიმსივნის განვითარებაზე ქსოვილში ლიპიდების სპექტრის ცვლილების ზეგავლენის შესწავლა. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული მამაკაცების სიმსივნურ ქსოვილში მატულობს, როგორც ლიპიდების საერთო რაოდენობა, ასევე ფოსფოლიპიდების საერთო რაოდენობა კეთილთვისებიან სიმსივნესთან შედარებით. გამოვლინდა, რომ პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული მამაკაცების სიმსივნურ ქსოვილში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის როგორც ნაჯერი, ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა კეთილთვისებიან სიმსივნურ ქსოვილთან შედარებით. ადგილი აქვს ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის ინტენსიფიკაციას პროსტატის ავთვისებიან სიმსივნეში კეთილთვისებიან სიმსივნეებთან შედარებით.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com