ka | en
TSU

ECS, როგორც OOP-ს ალტერნატივა თამაშების წარმოებისთვის

ავტორი: რეზო ჯანჯღავა
თანაავტორები: ოთარ ბურჯანაძე, გელა ლომიძე
საკვანძო სიტყვები: ECS, ოოპ, თამაშები, თამაშების წარმოება, პარადიგმა
ანოტაცია:

ვიდეოთამაშების ინდუსტრია მრავალმილიარდიან შემოსავლებს ნახულობს და ამ მხრივ ფილმისა და მუსიკის ინდუსტრიებსაც უსწრებს. თანამედროვე ვიდეოთამაშებს გააჩნია ძალიან დამაჯერებელი ხმოვანი და გრაფიკული მხარეები, გაზრდილი მასშტაბი და ხანგრძლივობა. რათქმაუნდა, ამ ფაქტორებთან ასოცირდება გაზრდილი დანახარჯებიც, რაც ინდუსტრიაზე უარყოფითად მოქმედებს - თამაშებს უფრო ძვირი ფასები ადევს, თამაშის კონტენტის ნაწილი ცალკე ყიდვას საჭიროებს (ე.წ. "მიკროტრანზაქციებით") და ა.შ.. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ დანახარჯების ერთ-ერთი უმთავრსესი მიზეზი არის არსებული პროგრამული პარადიგმა - OOP. ჩვენ განვიხილავთ ე.წ. ECS პარადიგმას, როგორც პოტენციურ ალტერნატივას. ამ ახალი პარადიგმის დანერგვით, ჩვენ რამდენიმე უპირატესობას მივაღწიეთ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com