ka | en
ავტორიზაცია
მთლიანად ფროვანი და ზედაპირულად ფოროვანი ქირალური სტაციონალური ფაზების შედარება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: ხატია თარგამაძეთანაავტორები: სალომე ფანცულაია
საკვანძო სიტყვები: სრულად ფოროვანი ნაწილაკი, ზედაპირულად ფოროვანი ნაწილაკი, ენანტიომერების დაყოფა
ანოტაცია:
სამუშაოს მიზანი იყო სრულად ფოროვანი და ზედაპირულად ფოროვანი სტაციონალური ფაზების შედარება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად, მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. გამოყენებული იქნა სხვდასხვა სახის მოძრავი ფაზები და სხვდასხვა რაოდენობის ქირალური სელექტორის შემცველი სტაციონალური ფაზები. ვაკვირდებოდით დაყოფების ეფექტურობას განსხვავებულ სიჩქარეებზე და ასევე განსხვავებული ზომების მქონე სვეტების შემთხვევაში. ზედაპირულად ფოროვანი ნაწილაკები, სრულად ფოროვანთნ შედრებით, ავლენდნენ აშკარა უპირატესობას ენანტიომერების დაყოფისას და ინარჩუნებდნენ ეფექტურობას მაღალ სიჩქარეებზე.