ავტორიზაცია
თბილისის მიდამოების ეფემერული ფლორა
ავტორი: თამარ თოლორდავასაკვანძო სიტყვები: ეფემერი, თბილისის მიდამოები, ჰაბიტატი, ენდემური სახეობა, ურბანიზაცია, ანთროპოგენული ზემოქმედება.
ანოტაცია:
ორი საუკუნის (XX-XXI) ზღვარზე ურბანიზაციის მაღალი დონე და მძლავრი ანთროპოგენული ზემოქმედება (მესაქონლეობა, მიწათმოქმედება, ცალკეულ მცენარეთა უკანონოდ შეგროვება კომერციული მიზნებისთვის) თბილისის მიდამოების ფლორის კვლევას, სამეცნიერო თვალსაზრისით, დღემდე არ აკარგვინებს აქტუალობას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს, თბილისის მიდამოების ფლორასა და მცენარეულობაზე სათანადო კვლევები, ამ რაიონის ფიტოასოციაციები სრულყოფილად შესწავლი არ არის. ვინაიდან თბილისის შემოგარენის ტერიტორიაზე თავს იყრის სხვადასხვა გენეტიკური ძირის მცენარეთა თანასაზოგადოებები, ქართული მუხის (Quercus petrae subsp. iberica), ჯაგრცხილნარები (Carpinus orientalis), შიბლიაკი (Spiraea hypericifoliae და Paliurus spina-christi), აღნიშნული განაპირობებს ამ ფლორის უნიკალურობას. თბილისის მიდამოების ფლორაზე ავტორის მიერ ჩატარებული კვლევა პირველი ცდაა, რომლის მიხედვითაც მოხდა გამოვლენა ეფემერულ მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის, განსაზღვრა სახეობრივი განაწილება სხვადასხა ტიპის მცენარეთა თანასაზოგადოებებში. ჩვენი კვლევის ფარგლებში ასევე მოხდა თანამედროვე მონაცემების შედარება გასული საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურულ მონაცემებთან ნაშრომი შედგება: შესავლი ნაწილისაგნ, ლიტერატურული მიმოხილვისა, ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების აღწერისა და დასკვნისაგან. ნაშრომში ასევე მოცემულია სამი ცხრილი: ცხრილი 1 ასახავს ეფემერულ მცენარეთა სახეობრივ მრავალფეროვნებას; ცხრილი 2 ასახავს ავტორის კვლევის მიხედვით, ეფემერულ მცენარეთა განაწილებას თბილისის მიდამოების სხვადასხვა ჰაბიტატებზე; ხოლო ცხრილი 3 ასახავს ეფემერულ მცენარეთა განაწილებას თბილისის მიდამოების სხვადასხვა ჰაბიტატებზე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურული მონაცემების მიხედვით. ნაშრომის დასასრულს მოცემულია დასკვნები.
მიმაგრებული ფაილები:
The ephemeral flora of the Tbilisi (Georgia) environment [en]თბილისის მიდამოების ეფემერული ფლორა [ka]