ka | en
TSU

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თხილში გავრცელებული ზოგიერთი სოკოვანი დაავადების გამომწვევის გამოყოფა, იდენტიფიკაცია და მათი კონტროლის ეფექტიანი საშუალებების შესწავლა ლაბორატორიულ პირობებში

ავტორი: ანა კეზევაძე
საკვანძო სიტყვები: თხილი, სოკოვანი დაავადებები, გამოყოფა, კონტროლი
ანოტაცია:

ნაშრომში წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თხილის კულტურაზე დაავადების გამომწვევი სოკოების სახეობრივი შედგენილობა და მათი კონტროლის ეფექტიანი საშუალებების შესწავლა ლაბორატორიულ პირობებში. იდენტიფიცირებული სოკოების წინააღმდეგ გამოიცადა რამდენიმე ქიმიური და ბიოპრეპარატი. ნაშრომი შედგება შესავლის, ლიტერატურული მიმოხილვის და ექსპერიმენტული ნაწილისაგან, რომელიც მოიცავს 4 თავს, 69 გვერდს, დასკვნებს, ლიტერატურულ სიას, ნაშრომში წარმოდგენილია ცხრილები და ორიგინალური ფოტოსურათები. თემის აქტუალობა: თხილის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. ეს სექტორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსახლეობისა და ქვეყნის შემოსავლების ძირითად ნაწილს, რადგან მიღებული მოსავლის მოცულობის საკმაოდ დიდი ნაწილი საექსპორტო დანიშნულებას ატარებს. თხილის მოსავლიანობაზე და ხარისხზე დიდ გავლენას ახდენენ სოკოვანი დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ მიღებული მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს. მიზნები და ამოცანები: კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა დასავლეთ საქართველოში თხილზე ასოცირებული სოკოვანი დაავადებებების გამომწვევების სახეობრივი შედგენილობა და მათი კონტროლის ეფექტური საშუალებების გამოყენება ლაბორატორიულ პირობებში. კვლევის საგანი: ჩვენი კვლევის საგანია თხილზე(Corylus) გამოვლენილი პათოგენური სოკოები. ობიექტი: კვლევის ობიექტია თხილი(Corylus). ძირითადი შედეგები: გამოვლენილი იქნა დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში (სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში) თხილზე გავრცელებული დაავადების გამომწვევი პათოგენური სოკოები და შევისწავლეთ მათი კონტროლის ეფექტიანი საშუალებები ლაბორატორიულ პირობებში. სიახლე: ქიმიური ბრძოლის ღონისძიებების ჩასატარებლად საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში არ არის შეტანილი რეგისტრირებული პრეპარატები ისეთ მნიშვნელოვან დაავადებზე, როგორებიცაა ფომოპსისი და პესტალიოტოფსისი. ლაბორატორიულ პირობებში გამოცდილი იქნა ამ დაავადებების წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატები დინალი, ქვადრის მაქსი, ბრავო. პირველად არის გამოცდილი ბიოლოგიური პრეპარატი ფიტოსპორინ-მ, ანტიფარი. თხილის დაავადებების გამომწვევი სოკოების - Pestalotiopsis sp, Trichothecium sp, Fusarium sp, Phomopsis sp. წინააღმდეგ.


მიმაგრებული ფაილები:

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თხილში გავრცელებული ზოგიერთი სოკოვანი დაავადების გამომწვევის გამოყოფა, იდენტიფიკაცია და მათი კონტროლის ეფექტიანი საშუალებების შესწავლა ლაბორატორიულ პირობებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com