ka | en
TSU

აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკისა და ფენოლოგიის კვლევა თხილის კომერციულ პლანტაციაში

ავტორი: მარიამი მაჭარაშვილი
ანოტაცია:

წინამდებარე კვლევის მიზანია აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკისა და ფენოლოგიის კვლევა და მასზე ტემპერატურის გავლენის შესწავლა თხილის კომერციულ პლანტაციაში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში. კვლევა მიმდინარეობდა 28 აპრილიდან 29 სექტემბრამდე პერიოდში. დაგეგმილი ექსპერიმენტისთვის შერჩეული ტერიტორია წარმოადგენს თხილის ერთგვაროვან, კომერციულ ბაღს, რომელიც დაყოფილია ნაკვეთებად, კერძოდ, ორ საკონტროლო ტერიტორიად და ორ ისეთ ტერიტორიად, რომელიც იწამლებოდა ფერმერის სქემის მიხედვით, წამლობის შეწყვეტის შემდეგ კი მონიტორინგის მონაცემებით დაუახლოვდა საკონტროლო ტერიტორიებს. ყველა შემთხვევაში ყავისფერი კუსებურას მონიტორინგისთვის გამოყენებული იყო ფერომონიანი სატყუარები და ორმხრივ წებოვანი ხაფანგები, რომელზეც ხორციელდებოდა ყოველკვირეული მონიტორინგი და როგორც ზრდასრული, ისე ნიმფური სტადიების აღრიცხვა ცალ-ცალკე. ტემპერატურა აღირიცხებოდა ყოველდღიურად სოფელ ჭითაწყარში არსებული მეტეოსადგურის მიერ. ჩატარებული კვლევით დადგენილ იქნა რომ 1) H.halys-ის ინდივიდების ზრდის დინამიკასა და ფენოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურა; 2) დადასტურდა ყავისფერი კუსებურას მიგრაციის მიმართულება ნაკვეთების გარშემო არსებული მცენარეულობიდან მათი სიღრმისაკენ; 3) ყავისფერი კუსებურა საქართველოს პირობებში მინიმუმ ორი თაობის მოცემას ასწრებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com