ka | en
TSU

ქირალური სულფოქსიდების სინთეზი და ენანტიომერული დაყოფის შესწავლა ქირალურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: თამარი ლემონჯარია
საკვანძო სიტყვები: ქირალური სულფოქსიდები, სულკონაზოლის სულფოქსიდი, სტაციონარული ფაზა, სულკონაზოლი, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ახალი სულფოქსიდის სინთეზი და ენანტიომერული დაყოფის კვლევა პოლისაქარიდული ტიპის ქირალური სელექტორების გამოყენებით. სამაგისტრო თემის ფარგლებში განხორცილდა ცნობილი ფარმაკოლოგიური საშუალების - სულკონაზოლის დაჟანგვა 3-ქლორპერბენზოის მჟავით 00 C ტემპერატურაზე სულკონაზოლის სულფოქსიდამდე. მიღებული პროდუქტი გასუფთავებულ იქნა სვეტური ქრომატოგრაფიით. ნივთიერებების იდენტიფიკაციის მიზნით გამოყენებულ იქნა ელექტრონული, ინფრაწითელი და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული სპექტროსკოპია. ენანტიოსელექტივობასა და ქირალური სელექტორის ქიმიურ სტრუქტურას შორის კავშირის დადგენის მიზნით, დასინთეზებული სულფოქსიდის ენანტიომერული დაყოფა შესწავლილ იქნა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიით, მოძრავ ფაზად გამოყენებულ იქნა მეთანოლი და აცეტონიტრილი. სტაციონარულ ფაზად კი შემდეგი სვეტები : ამილოზა 1, ამილოზა 2, ცელულოზა 2, ცელულოზა 3, ცელულოზა 4, SP1 , iSP5, SP10, iSP11 .


მიმაგრებული ფაილები:

ქირალური სულფოქსიდების სინთეზი და ენანტიომერული დაყოფის შესწავლა ქირალურ ქრომატოგრაფიაში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com