ავტორიზაცია
სხვადასხვა მიკროორგანიზმის მიერ გენმოდიფიცირებული სოიოს რეკომბინანტული დნმ- ის უტილიზაციის უნარის შედარებითი ანალიზი
ავტორი: აკაკი ჩარგეიშვილისაკვანძო სიტყვები: გენმოდიფიცირებული, რეკომბინანტული, დნმ, დეგრადაცია, გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერი
ანოტაცია:
გენეტიკურად მოდიციცირებული ორგანიზმი (გმო) არის ნებისმიერი ორგანიზმი (გარდა ადამიანისა) რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია გენეტიკური ინჟინერიის გზით. თანამედროვე მიდგომებით შესაძლებელი გახდა გადაილახოს სახეობათშორისი ბუნებრივი ბარიერები (ფიზიოლოგიური,რეპროდუქციული,რეკომბინანტული). გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოებისათვის გამოიყენება ისეთი მეთოდები როგორიცაა: გენთა პირდაპირი ინექცია, მიკრო ნაწილაკებით ბომბარდირება, პატოგენური მიკროორგანიზმების გამოყენება ვექტორებად და ა.შ. გმ ორგანიზმების რაოდენობა და მათი მოხმარება ყოველწლიურად იზდება მსოფლიოს მასშტაბით და გამოიყენება სურსათის წარმოებაში, ცხოველთა საკვებში, ფარმაკოლოგიაში და სხვა სფეროებში. გმ კულტურებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ჰერბიციდ გლიპოსატ ტოლერანტული სოიო რომელიც მიღებულ იქნა „მონსანტოს“ მიერ 1995 წელს და მას დღესდღეისობით ა.შ.შ სოიოს ნათესების 94% უკავია. ა.შ.შ კი თავისმხრივ სიოის უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოში. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი სოიოს აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტირებულია იმ ქვეყნებიდან სადაც ფართოდაა გავრცელებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოოიოს წარრმოება. მუდმივად ხდება გმ სოიოს ნარჩენების გავრცელება გარემოში, სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება გმო-ს ნარჩენების მართვას მათი გარემოში გაბნევა უკონტროლო ხასიათს ატარებს. გარემოში მოხვედრილი გმო-ს ნარჩენები წარმოადგენს რეკომბინანტული დნმ-ის წყაროს რომელიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერისა. x აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვესწავლა გენმოდიფიცირებული სიოის რეკომბინანტული დნმ-ს დეგრადაცია სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიერ, კერძოდ ჩვენს მიერ შერჩეული იქნნა Escherichia coli როგორც ერთ-ეთი ყველაზე უკეთ შესწავლილი სამოდელო ორგანიზმი ბიოლოგიურ კვლევებში და Bacilus subtilis გარემოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და უკეთ შესწავლილი მიკროორგანიზმი რომელიც პოტენციურად მუდმივ შემხებლობაში უნდა იმყოფებოდეს გარემოში მოხვედრილ გმო ნარჩენებთან. ტრადიციურლი და თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდებით მოხდა რეკომბინანტული დნმ-ის დეგრადაციის შესწავლა და გენთა ჰორიზონტალურ ტრანსფერზე დაკვირვება. კერძოდ ჩვენს მიერ შერჩეული მიკროორგანიზმების კულტივირება მოვახდინეთ გმ სოიოს შემცველ საკვებ არეზე და მოვახდინეთ საკვებ არეში მაპროვოცირებელი ფაქტორების შეტანა (კანამიცინი, გლიფოსატი) რითიც ასევე შევქმენით სელექტიური არე და შესაძლებელი გახდა შესაძლო გენთა ჰორიზონტალურ ტრანსფერზე დაკვირვება, შემდგომ ეტაპზე კი ბაქტერიული დნმ-ის ექსტრაქცია და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ბაქტერიული გენომის სკრინინგი გმო მარკერებზე. ასევე ცალკე მოვახდინეთ გმ სოიოსა და არა გმ სოიოს შემცველ თხევად საკვებ არეებზე შერჩეული შტამების კულტივირება საიდანაც ვახდენდით საკვები არის ნიმუშების აღებას 24სთ-იანი ინტერვალით 96სთ-ის განმავლობაში. აღებული ნიმუშებიდან მოვახდინეთ დნმ-ის ექსტრაქცია და შევისწავლეთ დნმ-ს დეგრადაციის ხარისხი პჯრ-რეალურ დროში-ს მეშვეობით. ჩვენს მიერ შერჩეული მეთოდოლოგიით არ გამოვლინდა გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერი გმ სოიოსა და ბაქტერიებს შორის. კვლევის შედეგად დადგინდა რომ განსხვავდება ბაქტერიების რეკომბინანტული დნმ-ს დეგრადაციის უნარი გარემომცველ არეში. B.subtilis-მა E.coli-თან შედარებით გამოავლინა დნმ-ს დეგრადაცის მაღალი უნარი. თავის მხრივ გმო მარკერებმაც p35S და TNOS-მაც გამოავლინა განსხვავებული მდგრადობა დეგრადაციის მიმართ
მიმაგრებული ფაილები:
სხვადასხვა მიკროორგანიზმის მიერ გენმოდიფიცირებული სოიოს რეკომბინანტული დნმ- ის უტილიზაციის უნარის შედარებითი ანალიზი [ka]