ka | en
TSU

ფლურბიპროფენის ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური დახასიათება ამილოზა ტრის(3,5-დიმეთილფენილკარბამატის) სილიკაგელზე დაფენით მომზადებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზაზე მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: თამარი ცხადაძე
საკვანძო სიტყვები: ქირალობა, ენთალპია, ენტროპია, იზოენანტიოსელექტიური ტემპერატურა.
ანოტაცია:

ქირალურ მოლეკულას და მის სარკულ გამოსახულებას ენანტიომერებს უწოდებენ. იმის გამო, რომ ენანტიომერებს აქვთ ერთნაირი ფიზიკური და ქიმიური თვისებები აქირალურ გარემოში, მათი განსხვავება შესაძლებელია მხოლოდ ბრტყლად პოლარიზებული სინათლის ბრუნვის კუთხის ნიშნით. ამიტომ ძალზე რთულდება მათი ანალიზი. ქირალური ნივთიერებების ენანტიომერებს ხშირად გააჩნიათ რადიკალურად განსხვავებული ფიზიოლოგიური მოქმედება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების ანალიზი სამკურნალწამლო საშუალებებში, საკვებ დანამატებში, სასოფლო-სამეურნეო შხამ- ქიმიკატებში და ა.შ. კვლევის მიზანი იყო ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, რაც საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ელუირების რიგი. ექსპერიმენტებისთვის შეირჩა 28 მჟავა ბუნების ნივთიერება, კერძოდ არილპროპიონის მჟავას ნაწარმები, რომელთა შედეგებიდან გამომდინარე საინტერესო აღმოჩნდა ოთხი მათგანი: ფენოპროფენი, ფლურბიპროფენი, იბუპროფენი და კეტოპროფენი. მოცემულ საბაკალავრო ნაშრომში განხილულია არილპროპიონის მჟავას ნაწარმის მხოლოდ ერთ-ერთი წარმომადგენელი-ფლურბიპროფენი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com