ka | en
TSU

ტემპერატურის გავლენის შესწავლა იბუპროფენის ენანტიომერების დაყოფაზე ამილოზა ტრის(3,5-დიმეთილფენილკარბამატის) სელიკაგელზე დაფენით მომზადებულ ქრომატოგრაფიულ სვეტზე, სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: გიზო დოლიძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, თერმოდინამიკური პარამეტრები, ტემპერატურის გავლენა
ანოტაცია:

მოლეკულას, რომლის შედგენილობაში შედის ასიმეტრიული ატომი იგივე ქირალური ცენტრი, ქირალურ მოლეკულას უწოდებენ. ქირალური მოლეკულები არ არიან თავსებადი საკუთარი სარკული გამოსახულების. ქირალური მოლეკულები საკუთარ სარკისებურ გამოსახულებებთან ერთად წარმოადგენენ ენანტიომერებს. ენანტიომერებს აქირალურ გარემოში ერთნაირი ფიზიკური და ქიმიური თვისებები აქვთ და განსხვავდებიან მხოლოდ ბრტყლად პოლარიზებული სინათლის ბრუნვის კუთხის ნიშნით შესაბამისად გართულებულია მათი ანალიზი. ხშირად ენანტიომერები, მიუხედავათ იმისა რომ ერთნაირი ფიზიკური და ქიმიური თვისებები აქვთ, მკვეთრად განსხვავდებიან ფიზიოლოგიური მოქმედებით აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების ანალიზი საკვებ დანამატებში, სასოფლო-სამეურნეო შხამ-ქიმიკატებში, სამკურნალწამლო საშუალებებში და ა.შ. დღეისათვის ქრომატოგრაფია ითვლება ენანტიომერთა დაყოფის ყველაზე სწრაფ და მგღზნობიარე მეტოდად. მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია არის ენანტიომერთა დაყოფისა და ანალიზის ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდი. ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა თემპერატურის როლი ენანტიომერების დაყოფაზე მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა კი საშუალებას გვაზლევს მოცემული კონკრეტული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განვსაზღვროთ ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ელუირების რიგი. ანალიზები ჩატარდა სხვადასხვა ტემპერატურაზე და სხვადასხვა მოძრავი ფაზის გამოყენებით. გრაფიკის მიხედვით, გაანალიზებული ნივთიერებების დაყოფის ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულებით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ადსორბციის, ენთალპიისა და ენტროპიის მნიშვნელობებიდა მათი სხვაობები ორივე ენანტიომერისთვის. ასევე შევისწავლეთ თუ როგორ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტზე დაყოფის მექანიზმი და როგორია ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com