ავტორიზაცია
პოლიმერელექტროლიტური მემბრანები 2.2.3.3.4.4.5.5-ოქტაფთორპენტილ აკრილატის ბაზაზე
ავტორი: დავით მახარაძესაკვანძო სიტყვები: მყარი პოლიმერელექტროლიტები, ორგანოციკლოტეტრასილოქსანები, მემბრანები.
ანოტაცია:
დღეისათვის ენერგიის შენახვისა და გარდაქმნის ახალი ეფექტური მეთოდების განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მნიშვნელოვან პრობლემას. ამიტომ, დაბალი ღირებულების, ადვილად მისაღები, ხანგრძლივი მოხმარების, მაღალი სიმკვრივის ენერგიის შესანახი ელემენტების და სხვა ტიპის მოწყობილობების განვითარება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მყარი პოლიმერელექტროლიტები წარმოადგენენ მასალებს, რომლებიც გამოიყენება როგორც იონგამტარები აღნიშნულ ხელსაწყოებში. ლითიუმ-იონი-პოლიმერი სისტემის ელემენტებში ისინი წარმოადგენენ გამყოფებს, რომლებშიც ხდება ლითიუმის იონის გადატანა ანოდიდან კათოდისაკენ განმუხტვისას და პირიქით. ისინი წარმოადგენენ საინტერესო მყარ მასალებს იმ კუთხით, რომ იონებს აქვთ უნარი გაიარონ მათ შორის როგორც სითხეებში. ლითიუმის ელემენტებში მყარი პოლიმერულ–მემბრანული ელექტროლიტების კვლევის მიზნით ჩვენ ვახდენდით ოლიგომერების სინთეზს სინთეზის ტრადიციული მეთოდების გამოყენებით. ორგანოციკლოტეტრასილოქსანების მიღების მიზნით ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა 2.4.6.8-ტეტრაჰიდრო-2.4.6.8-ტეტრამეთილციკლო¬ტეტრასილოქსანის (D4H) ჰიდროსი¬ლი¬ლი¬რების რეაქცია 2.2.3.3.4.4.5.5-ოქტაფთორპენტილ აკრილატთან და ვინილტრიეთოქსისილანთან. სინთეზირებული ოლიგომერების იდენტიფიკაციისა და კვლევის მიზნით ჩატარებულ იქნა სხვადასხვა სახის ფიზიკურ-ქიმიური კვლევები.