ka | en
TSU

ზოგიერთი ორგანული სილიკატის ზეგავლენა სამშენებლო კომპოზიციური მასალების თვისებებზე

ავტორი: გიორგი ფარულავა
საკვანძო სიტყვები: silicates tes
ანოტაცია:

დღეისთვის სამშენებლო მასალების ეკონომიკურად უფრო ეფექტური და იაფი წარმოება წარმოადგენს პრიორიტეტს სამშენებლო ინდუსტრიისთვის, ეს განპირობებულია კლასიკური სამშენებლო მასალათა სიძვირით, იშვიათობით და მაღალი მოთხოვნით. ამჟამად მშენებლობაში გამოიყენება კომპოზიტური მასალები, რომლებიც შეიცავენ როგორც არაორგანულ ისევე ორგანულ ნივთიერებებს, რაც განპირობებს მასალათა სიმტკიცეს და ეკონომიკურ ვალიდურობას. მათი წარმოება უფრო იაფია და გვაძლევს ანალოგიურ შედეგებს ისევე როგორც კლასიკური მასალები, მაგრამ ხასიათდებიან სირთულით, რაც გამოწვეულია მათი შემადგენლობით. თანამედროვე კომპოზიტებში ძირითად გამოიყენება ცელულოზა, რომლის სხვადასხვა მოდიფიკაციები წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანამატს. კომპოზიტებში გამოიყენება სხვადასხვა დანამატები, რომლებსაც განსვავებული როლი აკისრიათ, მათ შორის არის ჰიდროფობიზატორები. რომლებიც ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას იქ, სადაც ჰაერის და ზედაპირის სინესტე მაღალია. ჰიდროფობიზატორები საკმაოდ ძვირია, იმის გამო რომ მათი მთავარი ფუნქცია არის მიცელის წარმოქმნა რომელიც იქნება საკმარისად მდგრადი და ექნება მაღალი ჰიდროფობური თვისებები. მეორე პრობლემა რომელიც პრიორიტეტულია სამშენებლო მასალებში ეს არის სიმტკიცე, სიმტკიცის მომატება შედარებით რთულია, რადგან წყლის მიმართ მდგრადობასთან შედარებით, რომელშიც მთავარი ფაქტორია მიცელის ან დამცავი შრის წარმოქმნა, სიმტკიცის გაზრდა დამოკიდებულია გაცილებით უფრო მეტ ფაქტორზე, მათ შორის ნაწილაკების ზომაზე, ქიმური ბმების სიმტკიცეზე, ღრუების არსებობაზე და ა.შ. ზემოთ აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად ჩვენ ჩავატარეთ კვლევა სხვადასხვა სილიკატთან, რომლებიც ხასიათდებიან იმ თვისებებით რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს კომპოზიტური მასალების თვისებების გასაუმჯობესებლად. დამატებული იყო ტეტრაეტოქსისილანი და ეთილსილიკატი, მათი დამატება მოხდა როგორც პირდაპირ ისე ზედაპირული დამუშავებით, განისაზღვრა მათი ოპტიმალური შერევის პირობები. ოპტიმალური შერევის პირობები განისაზღვა შერევის და დატანვის შედეგად მიღებული ადჰეზიური მაჩვენებლებით. შერევის ოპტიმუმი დადგინა რომ ნივთიერებების შერევა შედარებით მაღალ შედეგებს იძლევა მაშინ როდესაც მათი დამატება ხდება პარალელურად. დამატებისას გარკვეული იყო რომ ტეტრაეტოქსი სილანის გავლენა ხდება როგორც ამაჩქარებელი, რადგან მისი დამატებისას ხდებოდა კომპოზიტის სწრაფი გამოშრობა, რამაც უარყოფითი გავლენა მოხადინა ადჰეზიურ შედეგებზე და მკვეთრად შეამცირა მათი მნიშვნელობები. ეთისილიკატის კომპოზიტმა ანალოგიური შედეგები განიცადა, ეს განსაკუთრებით გამოვლინდა კომპოზიტური წებო ცემენტებში, მაშირონ როდესაც მათი დამატებით ჰიდროიზოლაციასა და თხევად იატაკებში ეფექტი ნაკლებად იყო 3 | P a g e გამომჟღანილი, მაგრამ აღსაღნიშნავია რომ ვერ მოხერხდა კომპოზიტისთვის ჰიდროფობური თვისებების მინიჭება ან უკვე არსებული ჰიდროფობური თვისებების გაუმჯობესება. ასევე კვლევა ჩატარებული იყო თითოეულ ინგერიდენტზე, და ყველა ტიპირური ელემენტიდან გამოკვლეული იყო ის ფაქტი რომ, ინგერედიენტებიდან მხოლოდ ცელულოზა იძლეოდა ვიზუალურ რეაქციას საკვლევ ნივთიერებებთან


მიმაგრებული ფაილები:

ზოგიერთი ორგანული სილიკატის ზეგავლენა სამშენებლო კომპოზიციური მასალების თვისებებზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com