ავტორიზაცია
ავტონომიური ლაბორატორიული კვების წყარო
ავტორი: დიტო შერგელაშვილისაკვანძო სიტყვები: კვების წყარო, ლაბორატორიული კვების წყარო, ინვერტორი, გარდამქნელი
ანოტაცია:
ლაბორატორიული კვების წყაროებს დიდი გამოყენება აქვს როგორც სამეცნიერო, ისე კომერციულ სფეროში. ნებისმიერი ლაბორატორია (ფიზიკის, საინჟინრო, ელექტრონიკის), იქნება ეს უნივერსიტეტის, კვლევითი ცენტრის თუ კომერციული ორგანიზაციის ბაზაზე, საჭიროებს კვების უნივერსალურ წყაროს. მოთხოვნის ფართო სპექტრიდან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ არსებობს უამრავი ლაბორატორიული კვების ბლოკი და მათი მწარმოებლები. კვების წყაროებს განასხვაბებენ სპეციფიკაციით, შესაძლებლობებით, ფასით და ა.შ. ხშირ შემთხვევაში კომპლექსური ამოცანების გადაწყვეტისათვის საჭიროა ოპტიმიზირებული კვების წყარო. ნაშრომში წარმოდგენილია ლაბორატორიული კვების წყაროს ახალი კონცეფცია, მისი გადაწყევიტის გზა და რეალური პროდუქტი. ბაზარზე უკვე არსებული პროდუქტებიდან მას გამოარჩვეს ქსელისაგან ავტონომიურობა, კერძოდ, იგი მუშაობს დამუხტვად, ლითიუმ-პოლიმერის ბატარეაზე. აპარატი არის მსუბუქი, მცირე მოცულობის და ადვილად გადასატანი, თუმცა მიუხედავათ ზომისა მისი სიმძლავრე შეადგენს 750 ვტ-ს და შეუძლია 15 ამპერამდე დენის მოწოდება 0-50 ვოლტის დიაპაზონში. ნაშრომში წარმოდგენილი მონაცემები სრულიად საკმარისია ავტონომიური კვების წყაროების სერიული წარმოებისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
სემინარი_2_შერგელაშვილი [ka]