ka | en
TSU

სპილენძი კახეთის მევენახეობის ზონის ნიადაგებში

ავტორი: ნანა ოღლიშვილი
საკვანძო სიტყვები: სპილენძი, კახეთის ნიადაგები, ატომურ-აბსორბციული მეთოდი
ანოტაცია:

ბუნებრივ ობიექტებში სპილენძის შემცველობისა და მისი გავრცელების კანონზომიერების დადგენა ანალიზური ქიმიის, გეოქიმიის და ეკოქიმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ საკითხის აქტუალობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში გარემოს სპილენძით დაბინძურებასთან დაკავშირებით. საქართველოს მევენახეობის რაიონების ნიადაგებში სპილენძის მნიშვნელოვანი წყაროა ბორდოს სითხე, რომელიც გამოიყენება ვაზის შესაწამლად. ჩვენს მიზანს შეადგენდა კახეთის მევენახეობის რაიონების ნიადაგებში სპილენძის საერთო შემცველობისა და წყალში ხსნადი ფორმების განსაზღვრა, მათი განაწილების კანონზომიერების დადგენა და გარემოს ეკოქიმიური შეფასება.


მიმაგრებული ფაილები:

სპილენძი კახეთის მევენახეობის ზონის ნიადაგებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com