ავტორიზაცია
პროცედურულად გენერირებადი სამყარო
ავტორი: გოგა გორგოძესაკვანძო სიტყვები: სამყაროს გენერაცია, პროცედურულად გენერირება, თამაშის შექმნა.
ანოტაცია:
პროგრამული კონტენტის პროცედურულად გენერირება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მეთოდს თანამედროვე თამაშების შექმნისას, რომელიც ეხმარება თამაში დეველოპერს თამაშის სამყაროს სხვადა სხვა ელემენტების მოდელირებაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა პროცედურულად გენერირების ალგორითმების მოქნილობა ისეთი მიმართულებით როგორებიცაა, მანქანური სწავლება, მოდელების ტექსტურირება, გენეტიკური ალგორითმების იმპლემენტაცია და გამოყენება. 2D/3D განზომილებიანი თამაშების სპეციფიკიდან და დღევანდელი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამომდინარე არსებობს უამრავი ღია პრობლემა. ამ ნაშრომის მიზანია აჩვენოს რამდენიმე მიდგომა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას პროცედურულად გენერირებული სამყარო და შემდგომ მოხდეს მისი ელემენტების მომდევნო გამოყენება/მოდიფიცერება. პროცედურულად გენერირება მოხდება ერთ-ერთი თამაშის ძრავის Unity Engine გამოყენების მაგალითზე. შესაქმნელი სამყარო გალაქტიკა, რომელსაც აქვს უნიკალური ვარკსვლავური სისტემები, უნიკალური პლანეტებით. ასევე განხილული იქნება უკვე არსებული თამაშების პროცედურულად გენერირების მეთოდები, როგორებიცაა ორ განზომილებიანი პლატფორმერის ლეველის გენერაცია გენეტიკური ალგორითმის გამოყენებით, და No Man Sky MMO-OpenWorld-RPG ჟანრის წარმომადგენლის პლანეტების ტექსტურების გენერირების ალგორითმი. ნაშრომის მიზანია ასევე აჩვენოს პროცედურულად გენერირების ეფექტურობა სისწრაფის კუთხით სამყაროს სიმულაციისას, რადგანაც სამყაროს ყოველი ელემენტის შექმნა მიმდინარეობს თამაშის დაწყებისთანავე პროცესორის მიერ, და ის არ საჭიროებს კომპიუტერის სხვა შედარებით ნელი რესურსების (მყარი მეხსიერება,ოპერატიული მეხსიერება...) გამოყენებას.
მიმაგრებული ფაილები:
პრეზენტაცია [ka]Procedural Content Generation [en]
პროცედურულად გენერირებადი სამყარო [ka]