ავტორიზაცია
საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების ეკოლოგია
ავტორი: ნონა ჯანაშვილისაკვანძო სიტყვები: ჰაერის დაბინძურება, მტვერი, ნახშირბადის (IV) ოქსიდი, გოგირდი, აზოტი, რადონი, აქროლადი ორგანული ნივთიერებები (აონ).
ანოტაცია:
გარემოს დაბინძურება იმ პრობლემათაგანია, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. დაბინძურების ფორმებიდან ყველაზე საგანგაშო ჰაერის დაბინძურებაა. აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურებაზე საუბრისას ძირითადად ატმოსფერულ ჰაერზე და მის ხარისხზე მახვილდება ყურადღება, მაშინ როდესაც ადამიანი თავისი დროის 95 % ატარებს დახურულ სივრცეში (შენობაში). საცხოვრებელ და საწარმოთა ჰაერში მუდმივად არის საცხოვრებელი მტვერი, ნახშირბადის (IV) ოქსიდი, აზოტი, გოგირდი, ოზონი, რადონი, თამბაქოს ბოლის კომპონენტები, ათეულობით სხვადასხვა აქროლადი ორგანული ნაერთები (აონ), მიკროორგანიზმები. ამასთან ეს აგენტები სხვადასხვა ქიმიური რეაქციის შედეგად შეიძლება გარდაიქმნან უფრო ტოქსიკურ ნივთიერებებად. საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების ჰაერში არსებობს 45-დან 80-მდე ტოქსიკური ნივთიერება. რაც უფრო მაღალია სინთეზური საღებავების და მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენება,შიდა ინტერიერში მით მეტია შენობების საჰაერო სივრცის დაბინძურება. შესაბამისად, ახალი ბინა ან ოფისი, ახალი სკოლა ან სამედიცინო დაწესებულება, რემონტის შემდეგ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. ამის ფონზე კი მოსახლეობის დაავადებების რისკი იზრდება. საბოლოოდ კი ვღებულობთ ასეთ სურათს - ადამიანების ნელ სიკვდილს კომფორტულ გარემოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერი შენობაში ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც წელიწადში 3,8 მილიონი ადამიანი იღუპება. საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია - ქიმიური დამაბინძურებელების ემისიის დინამიკის შესწავლა, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად არ ხდება და მით უმეტეს სამეცნიერო-კვლევით ლიტერატურაში არ მოიძებნება.დახურული სივრცეების საჰაერო არის ხარისხის კონტროლის აუცილებლობა დაკავშირებულია თანამედროვე საზოგადოების სპეციალური მოთხოვნებით, რომლებმაც ასახვა ჰპოვა სამეცნიერო კვლევებში, ანალიზური მეთოდების სრულყოფასა და ხელსაწყოების ნორმების განვითარებაში. დაბინძურებული ჰაერი მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. ადამიანი დღე-ღამეში 16 კილოგრამ ჰაერს ჩაისუნთქავს, რომელიც ჟანგბადთან ერთად სიცოცხლისთვის საშიში მავნე მინარევებითაა სავსე.