ka | en
TSU

მდინარე ჩელთის ზემოწელის გეოლოგია და მწარედიყი-ლოდუანის უბნის მინერალიზაციის საკითხები

ავტორი: რამაზ კობერიძე
ანოტაცია:

წარმოდგენილ საბაკალავრო ნაშრომში განხილულია მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადის- ჩელთის აუზის გეოლოგია და მინერალიზაციის საკითხები მწარე დიყის, ლოდუანისა და ჩელთის უბნებზე. რადგან ნაშრომის შესრულების ფორმატი არ ითვალისწინებდა საველე გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას მთელ რეგიონში, მე ნაშრომის ხელმძღვანელის-ასოცირებული პროფესორის კარლო აქიმიძისა და გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პროფესორი ბეჟან თუთბერიძის ზედამხედველობითა და კონსულტაციით საველე დაკვირვებები ვაწარმოე და შესაბამისი ქვიური საანალიზე მასალა ავიღე უშუალოდ აღნიშნულ მადანმატარებელ უბნებზე. რაც შეეხება რეგიონის გეოლოგიურ-გეოტექტონიკურ აგებულებას და გამადნების გენეზისისა და უბნის პერსპექტიულობის საკითხებს, ისინი ნაშრომში მოყვანილია ფონდური მასალისა და ელექტრონული და ბეჭდვითი ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე.


მიმაგრებული ფაილები:

მდინარე ჩელთის ზემოწელის გეოლოგია და მწარედიყი-ლოდუანის უბნის მინერალიზაციის საკითხები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com