ავტორიზაცია

საერთაშორისო თანამშრომლობა კარტოგრაფიასა და გეოინფორმატიკაში
ავტორი: გიგა კოჭლამაზაშვილიანოტაცია:
თემის მიზანია წარმოაჩინოს სამეცნიერო-პრაქტიკული და პედაგოგიური კავშირურთიერთობებისა და შესაბამისად თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის სფეროებში. საერთაშორისო გეოგაფიულ კავშირში (სგკ) არსებული კარტოგრაფიის სექცია სგკ-ის კონგრესების პარალელურად 4 წელიწადში ერთჯერ მართავს სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციებს. ამ ღონისძიებებს თან ახლავს კარტოგრაფიული გამოფენების მოწყობაც, სადაც დემონსტრირებულია სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოცემული კარტოგრაფიული ნაწარმოებები (ატლასები, რუკები, ბუკლეტები და სხვა). საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია (სკა) 4 წელიწადში ერთჯერ მართავს სამეცნიერო ასამბლეას რომელიც სრულდება სოლიდური, წარმომადგენლობითი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებით. ერთ-ერთ ასეთ კონფერენციას წარმოადგენს - „კარტოგრაფია და გეონფორმატიკა მდგრადი განვითარებისათვის“ ეგიდით გამართული კონფერენციები InterCarto/InterGIS. ეს კონფერენციები ყოველწლიურად იმართება 1994 წლიდან სამ ქვეყანაში დახლოებით 2 კვირის განმავლობაში. კონფერენციების სამუშაო ენებია გაეროს ანსამბლეაში შემავალი ოფიციალური ენები (ინგლისური, ფრანგული, რუსული, ჩინური, არაბული, ესპანური). კონფერენციის შედეგად იბეჭდება მოხსენებათა კრებულები საკონფერენციო მასალების სახით, რომელიც რეგისტრირებულია საერთაშორისო ბაზაში “Scopus”. სკა-ს სამუშაო კომისიებში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი კარტოგრაფები: ალექსანდრე ასლანიკაშვილი (1980-90 იანი წლები); ნიკოლოზ ბერუჩაშვილი (1990-2006); ჯანსუღ კეკელია (1990 - 2013). აღნიშნულ მეცნიერთა შრომები დაბეჭდილია სკა-ს კონფერენციათა მასალებსა და ბიულეტენებში. ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობა საერთაშორისო კარტოგრაფიულ ასოციაციასთან, საერთაშორისო გეოგრაფიულ კავშირთან და საერთაშორისო გეოდეზიურ ასოციაციასთან ამჟამადაც გრძელდება.