ავტორიზაცია
მოზარდ ვირთაგვებში სპერმატოგენეზის და სათესლე მილაკების კაპილარული ქსელის ფორმირების თავისებურებების ურთიერთკავშირის შესწავლა
ავტორი: თორნიკე ნოზაძეთანაავტორები: მ. მიქავა
საკვანძო სიტყვები: სპერმატოგენეზი, მილაკის რეკონსტრუქცია
ანოტაცია:
შესწავლილია ზრდასრული ვირთაგვას სათესლედან გამოყოფილი თერმოსტაბილური ცილოვანი კომპლექსის ( თცკ) მოქმედება მოზარდი ვირთაგვების ჰომოლოგიური უჯრედების გამრავლებაზე. გამოკვლევებით დადგინდა, რომ სპერმატოზოიდების თცკ მზარდი ვირთაგვას სათელის ქსოვილის უჯრედების მიტოზური აქტიურობის ინჰიბირებას იწვევს. მოზარდი ვირთაგვას სათესლის კლაკნილი მილაკების 3D რეკონსტრუქციიის საფუძველზე გამოვლინდა აგრეთვე, ერთი მილაკის ფარგლებში სპერმატოგენულად აქტიური და არააქტიური უბნების მონაცვლეობა, რაც კანონზომიერი მოვლენაა და ასაკობრივ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს.დადგინდა, რომ მოზარდი ვირთაგვის სათესლეში სპერმატოგენულად აქტიური და არააქტიური უბნების მონაცვლეობა ვასკულარიზაციასთან არ არის დაკავშირებული და სავარაუდოდ შეიძლება განპირობებული იყოს სათესლეში სისხლის მიდინების შერჩევითი რეგულაციით.
მიმაგრებული ფაილები:
მოზარდ ვირთაგვებში სპერმატოგენეზის და სათესლე მილაკების კაპილარული ქსელის ფორმირების თავისებურებების ურთიერთკავშირის შესწავლა [ka]