ავტორიზაცია
მაგნეტიზმი ზეგამტარებში
ავტორი: ზვიადი ზარქუასაკვანძო სიტყვები: მაგნეტიზმი ზეგამტარებში, ზეგამტარები, მაგნეტიზმი, დიამაგნეტიზმი, მეისნერის ეფექტი
ანოტაცია:
ნივთიერების მაგნიტური თვისებების შესწავლა მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფიზიკური პარამეტრების დასადგენად. ზეგამტარი ნივთიერებების ფიზიკური თვისებების შესასწავლად მაგნიტურ გაზომვებს იყენებენ. ზეგამტარის ერთ-ერთ თვალსაჩინო თვისებას წარმოადგენს მეისნერის ეფექტი. მეისნერის ეფექტი იმ მცირერიცხოვან ქვანტური მოვლენების კლასს, რომელთა დაკვირვება შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი, ეს ფენომენი ზეგამტარული მასალების ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. უნიკალური თვისებების გამო ზეგამტარებული მასალები ხშირ შემთხვევებში უალტერნატივოა ( ძლიერი მაგნიტები, სენსორები, ზეგამტარული კაბელები, სამედიცინო ტექნიკა). ამ სემინარში ჩვენ განვიხილავთ ზეგამტარების მაგნიტურ თვისებებს, მეისნერის ეფექტს, აბრიკოსოვის გრიგალებს, მაგნიტური ველის ჩაჭერას, ასევე ზეგამტარების ისეთ დამახასიათებელ პარამეტრებს როგორიცაა შეღწევადობის სიღრმე და კოჰერენტულობის სიგრძე.