ka | en
TSU

საშუალო სინჯის აღების ოპტიმიზაცია ჰაერის ანალიზებისათვის

ავტორი: მეგი ჭონიაშვილი
საკვანძო სიტყვები: საშუალო სინჯი, კაპილარი, ატმოსფერო, ოზონი, აზოტის ოქსიდები
ანოტაცია:

წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ჰაერის საშუალო სინჯის აღების ოპტიმიზაცია. ზუსტი გაზომვებისათვის აუცილებელი მოთხოვნაა,რომ სინჯი სწორად იყოს აღებული.სინჯის სწორად აღბისათვის ჰაერის ნაკადის სიჩქარე დროის ინტერვალში დიდად არ უნდა იცვლებოდეს. ამისათვის კი პრაქტიკაში გამოიყენება ჰაერის ნაკადის შემზღუდავი-რესტრიქტორი,მაგრამ ჩვენს ექსპერიმენტში ჰაერის ნაკადის შემზღუდავად გამოვიყენეთ გაზური ქრომატოგრაფიის კაპილარის ნაჭერი, სწორედ წსაა ჩვენი ექსპერიმენტის სიახლე,რომლის პრაქტიკაში გამოყენება ლიტერატურაში ვერ მოვიძიეთ.გაზური ქრომატოგრაფიის კაპილარის გამოყენება მარტივი,აიფი და ხელმისაწვდომია. თავდაპირველად შევისწავლეთ ბალონის შევსების სიჩქარე.მიღებული მონაცემების საფუძველზე,ნიმუშის ასაღებად შევარჩიეთ დროის ის მონაკვეთი სადაც ნიმუშის შევსების სიჩქარე იყო თანაბარი. კვლევები გავაგრძელეთ ლაბორატორიაში რადგან ატმოსფერო ნაკლებად ცვალებადია და ჩვენს მიერ აღბული ნიმუშის შედეგების შედარებას ვახდენდით ონლაინ მონაცემებთან,რომელიც მუდმივ რეჟიმში იზომება. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე ექსპერიმენტული კვლევა გავაგრძელეთ 20 სმ-იანი კაპილარით დროის ინტრვალით 20 წთ ლაბორატორიის ღია ფანჯარაში რომელიც , ასევე დარდებოდა ონლაინ მონაცემებს. ექსპერიმენტულ მეთოდში გამოყენებულ იქნა ECO Physics წარმოების NOx ანალიზატორი CLD 780 TR,ანალიზის მეთოდს წარმოადგენდა აზოტის ოქსიდების (NO,NO2-ჯამურად NOx)განსაზღვრა O3-თან ქემილუმინესცენციით. ხოლო ნახშირბადის ოქსიდები(CO,CO2) და მეთანი (CH4) განსაზღვრას ვახდენდით PICARO G2401 CRDS ანალიზატორით,ოპტიკური ღრუს სპექტროსკოპიის მეთოდით.


მიმაგრებული ფაილები:

საშუალო სინჯის აღების ოპტიმიზაცია ჰაერის ანალიზებისათვის [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com