ka | en
TSU

მონაცემთა დამუშავების სცენარის შემუშავება სტრუქტურირებულ ბაზებში

ავტორი: ეკატერინე ხვედელიძე
ანოტაცია:

ნაშრომში წარმოდგენილია მონაცემთა დამუშავების თანამედროვე მეთოდები სტრუქტურირებულ მონაცემთა ბაზებში. მონაცემთა დამუშავება მართვის ავტომატიზებულ სისტემებში ინფორმაციის შენახვისა და გადამუშავების ყველაზე ეფექტური და ფართოდ გამოყენებადი მეთოდია. ამასთანავე , აღწერილია სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების მიხედვით მონაცემებზე მანიპულაცია. ბოლო ათწლეულში მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები ვითარდებოდა რამდენიმე მიმართულებით. მთავარი იყო რელაციური ბაზების, როგორც უმრავლესი მართვის საინფორმაციო სისტემების ძირითადი კომპონენტის სრულყოფა მწარმოებლურობის თვალსაზრისით. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ადამიანების ნაცვლად კომპიუტერული ტექნიკა ქმნის. ინფორმაციის ნაკადი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ საჭირო ხდება ინფორმაციის დამუშავების თანამედროვე მეთოდების მოძიება. ნაშრომის მიზანია ინფორმაციის შენახვა-დამუშვების ტექნოლოგიების გამოკვლევა . ასევე, განხილულია ბიზნეს-ანალიტიკა Power BI ტექნოლოგიების საფუძველზე, რომელიც მონაცემების ანალიზისა და ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. ასევე, Power BI Mobile აპლიკაცია მუშაობს ყველა მობილურ მოწყობილობაზე, რომელიც თავსებადია Windows10, iOS ოპერაციულ სისტემებთან.


მიმაგრებული ფაილები:

სამაგისტრო ნაშრომი [ka]
ანოტაცია [ka]
ანოტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com