ავტორიზაცია
ხულოს მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება
ავტორი: მარიამ ხუსკივაძესაკვანძო სიტყვები: რელიეფი, გეოდინამიური პროცესები
ანოტაცია:
ხულოს მუნიციპალიტეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით ხასიათდება, უნიკალურია ბუნებრივი პირობებით. მის ფარგლებში განლაგებული საინჟინრო-სამეურნეო ობიქტებით ხდება ეკონომიკური სარგებლის მიღება, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ინტენსიური საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობის და ბუნებრივი პირობების ურთიერთკავშირის შედეგად გამოწვეულ საშიშ გეოდინამიკურ პროცესებს გულისხმობს, რასაც დიდი ზიანი მოაქვს რეგიონისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტიდან ხდება მოსახლეობის ინტენსიური ეკოლოგიური მიგრაციები. ხულოს მუნიციპალიტეტის მდინარეების აუზური კვლევის საფუძველზე მოხდა გეოეკოლოგიურად დაძაბული ტერიტორიების გამოვლენა. შემდეგ კი სტიქიური პროცესების გავრცელების არეალების კვლევა საველე-საექსპედიციო პირობებში. მოხდა მონაცემთა მიღება, დამუშავება და მათზე დაყრდნობით შესაბამისი გეოდინამიკური პროცესების რუკების შექმნა. რაც დაგვეხმარება სამომავლოდ სარისკო ზონების დაფიქსირებაში, შეფასებაში და შემდგომ მათი თავიდან აცილების გზების შემუშავებაში. კვლევის შედეგები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ხულოს მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების საკითხების შეფასებისას.
მიმაგრებული ფაილები:
Geoecological assessment of the Khulo municipality relief [en]ხულოს მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება [ka]