ka | en
ავტორიზაცია
მონაცემების დამუშავება რადიო ასტრონომიაში
ავტორი: ალექსანდრე უბირიასაკვანძო სიტყვები: რადიო ასტრონომია, რადიო ტალღები, ვეივლეტ სპექტრალური ანალიზი, გალაქტიკის აქტიური გულები
ანოტაცია:
წარმოვადგენთ ლაცერტიდი OJ 287-ის რადიო დაკვირვებების შედეგებს. გამოვიყენეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის ფიჩის მთის ობსერვატორიის, ოვენსის ხეობის რადიო ობსერვატორიისა და "მოჰავეს" პროგრამის მონაცემები 15 GHz-ზე 1974 წლის ივნისიდან 2019 წლის აპრილამდე. სიკაშკაშის ვარიაციის დასამუშავებლად ვიყენებთ ვეივლეტ სპექტრალურ ანალიზს. მიღებულ შედეგებს ვადარებთ ობიექტზე უკვე არსებულ ოპტიკურ დაკვირვებებს. დამატებით ვაანალიზებთ 15 GHz-ზე არსებული რადიო ტალღების პოლარიზაციის სიდიდისა და პოზიციური კუთხის მონაცემებს. მათი ვეივლეტ-ანალიზის შედეგებს ვადარებთ არსებულ თეორიულ მოდელებს. სიკაშკაშის ვარიაციის მონაცემებზე მუშაობისას განვიხილავთ ფარდობით ამპლიტუდას, როგორც სპექტრალური მონაცემების სტატისტიკური დამუშავების ადეკვატურ ხელსაწყოს.
მიმაგრებული ფაილები:
მონაცემების დამუშავება რადიო ასტრონომიაში [ka]