ka | en
ავტორიზაცია
ოპტიმიზირებული საკომუნიკაციო სისტემა ჟესტების ენით მოსაუბრეთათვის
ავტორი: გურამ ჩაგანავასაკვანძო სიტყვები: ჟესტური ენა, ჟესტური ენის ამომცნობი სისტემა, უსადენო კომუნიკაცია, სამგანზომილებიანი ანიმაცია
ანოტაცია:
მოცემული კვლევა ეხება სმენადაქვეითებული და მეტყველების უნარის არ მქონე ადამიანებისათვის ოპტიმიზირებული საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და გამოცდას. მოცემული პროექტი ეხმიანება იმ საკითხს, რომ მოხდეს თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების მაქსიმალური ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. კვლევის ფარგლებში აქცენტი აღებულია ყრუ-მუნჯი ადამინებისათვის კონკრეტული ინოვაციური სისტემის შექმნაზე. შემოთავაზებული სისტემით შესაძლოა განხორციელდეს სტანდარტული ვიდეო ზარის ჩანაცვლება შეზღუდული რესურსების პირობებში. კერძოდ, ყრუ-მუნჯ ადამიანებს საშუალება ექნებათ დაამყარონ უწყვეტი კომუნიკაცია საკომუნიკაციო ქსელებთან შეზღუდული კავშირის შემთხვევაში მინიმალური ფინანსური დანახარჯის პირობებში.
მიმაგრებული ფაილები:
ოპტიმიზირებული საკომუნიკაციო სისტემა ჟესტების ენით მოსაუბრეთათვის [ka]